ვიზიტის და დიაგნოსტირების სერვისი
ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომპანიაში უწყვეტად მიმდინარეობდეს კომპანიის სამუშაო პროცესი და ამას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს, მათ შორის არც გათბობა-კონდიცირების ან/და ვენტილაციის სისტემის გაუმართავობამ, ამისთვის ჩვენ მზად ვართ ადგილზე გეწვიოთ მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევისთვის პრობლემის დაფიქსირებიდან 1 - 3 სთ-ის განმავლობაში.
მომსახურება ითვალისწინებს :
- სპეციალისტის ადგილზე ვიზიტს პრობლემის პირველადი დიაგნოსტირების მიზნით;
- მარტივი ხარვეზების აღმოფხვრას ადგილზე (რეჟიმის გასწორება, ფრთების დახრილობის რეგულირება, ცხაურის გასწორება და ა.შ);
- ტექნიკური დასკვნის მომზადებას და დეფექტური აქტის სახით გამოგზავნას ვიზუალური და შინაარსობრივი ინფორმაციით;
- პრობლემის მოგვარების ხარჯთაღრიცხვის მომზადებას
მომსახურების ღირებულება გარე კლიენტებისთვის შეადგენს 80 ლარს
ინჟინრის ადგილზე ვიზიტის დრო გარე კლიენტებისთვის შეადგენს არაუმეტეს 48 სთ