გეგმიური და ერთჯერადი მომსახურების სერვისი
როგორც მოგეხსენებათ ნებისმიერ საინჟინრო სისტემა, მათ შორის გათბობა-კონდიცირების თუ ვენტილაციის სისტემა რეგულარულად საჭიროვებს როგორც გეგმიურ ტექნიკურ ასევე წმენდით მომსახურებას, რის გარეშეც თქვენი სისტემები ვერ იფუნქციონირებენ გამართულად.
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რაც უფრო სწორად და კვალიფიციურად ვემსახურებით სისტემებს მით უფრო ხანგრძივად და გამართულად მუშაობს სისტემა.
ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მზად ვართ ნებისმიერი სირთულის საინჟინრო სისტემას გაუწიოთ გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური და წმენდითი მომსახურება.
მომსახურება ითვალისწინებს :
- სასერვისო ჯგუფის ადგილზე ვიზიტს სისტემის შესწავლის მიზნით
- სისტემის დიაგნოსტირებას და საჭირო სასერვისო სამუშაოების აღრიცხვას
- ერთჯერადი მომსახურების ფარგლებში საჭირო ხარჯთაღრიცხვის მომზადებას
- სააბონენტო მომსახურების ფარგლებში გეგმიური მომსახურების ჯერადობის განსაზღვრას და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას