კომპანიის შესახებ
2009 წელი - კომპანია „ინსერვისი“ დაარსდა 2009 წელს. მისი დაბადების ინსპირაცია იყო საინჟინრო კომუნიკაციების მომსახურება. დაარსების დღიდან კომპანიის საქმიანობის მიმართულებას წარმოადგენდა მომსახურების სფერო, რასაც დღემდე ერთგულად ემსახურება. კომპანიამ გაიარა განვითარების რთული გზა და დააგროვა ღირებული გამოცდილება. ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს პროფესიონალიზმი და კვალიფიციური სერვისი.
კომპანიის იდეოლოგია: კვალიფიციური მომსახურება და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
2009-2016 წლები - კომპანია ბაზარზე მოღვაწეობდა „თბილსერვის გრუპ“ -ის სახელწოდებით და ახორციელებდა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ პერიოდში ჩვენი მომსახურების სეგმენტს წარმოადგენდა ძირითადად საბანკო სექტორი და კავშირგაბმულობის კომპანიები. პარალელურად „თბილსერვის გრუპ“-მა დაიწყო ისეთი მაღალბიუჯეტიანი პროექტების შესრულება, როგორებიც იყო: ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი, საქართველოს ეროვნული არქივის შენობა, აუდი ცენტრი თბილისი, ვერის ბაღის და წერეთლის საკალათბურთო დარბაზები და სხვა. აღნიშნული პროექტების შესრულება კიდევ ერთი გამოცდილება იყო საქმიანობის ისტორიაში.
2017 წელი - „თბილსერვის გრუპ“-მა მოახდინა რებრენდინგი, შეიცვალა სახელწოდება და "ინსერვისი"-ის სახელით დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე აქტიურად დაიწყო საინჟინრო კომუნიკაციების გაყიდვების შემდგომი მომსახურება.
2019 წელი - " ინსერვისი"-ს ძირითად საქმოანობის სფერო მოდიფიცირდა და კონცერტრირდა HVAC სისტემების გაყიდვების შემდგომ მომსახურებად.
დღეს "ინსერვისი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 700- მდე ლოკაციაზე 15 მდე უმსხვილეს ქსელურ ორგანიზაციას უწევს საინჟინრო სისტემების სხვადასხვა სირთულის საინჟინრო მომსახურებას.