კომპანია “ინსერვისი” დასაქმების მიზნით იწყებს კადრების შერჩევას სასერვისო ჯგუფი ინჟინრის პოზიციაზე.
სრული განაკვეთი 1300-1650 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საინჟინრო სფეროში დავალებების მიღება და შესრულება;
- გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის დანადგარების აღრიცხვა / აღწერითი სამუშაოების წარმოება;
- გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის დანადგარების გეგმიური სასერვისო მომსახურების წარმოება კომპანიის მიერ მითითებული წესების სრული გათვალისწინებით;
- გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის დანადგარების ტექნიკური მონიტორინგის სამუშაოების ჩატარება დადგენილი წესების და მითითებების სრული გათვალისწინებით;
- დამატებით (კონდიცირების მომსახურების სფეროში: მათ შორის შედის კონდიციონერის შემოწმება,წმენდა,დათვალიერება.) სარეზერვო საქმიანობის წარმოება დადგენილი წესების და მითითებების სრული გათვალისწინებით.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი,12:00 -20:00; შაბათი 12:00 - 17:00
ანაზღაურება:
ყოველთვიური ანაზღაურება : 1300 - 1650 ლარი ( კვალიფიკაციიდან გამომდინარე ) შრომითი ხელშეკრულების მინიმალური ვადა : 6 თვე
გამოსაცდელი პერიოდის ვადა ინდივიდუალურია და არ აღემატება 3 თვეს.
გამოსაცდელი ეტაპის საფეხურები :
პირველი ეტაპი :
• დამხმარე მენეჯერი ( მიმაგრება ერთ-ერთ კვალიფიციურ თანამშრომელზე სამუშაოების სპეციფიკის გაცნობის მიზნით, ტრენინგის და სამუშაო დატვირთვის გარეშე )
მეორე ეტაპი :
• ტექნიკური ტრენინგის მიღება ( შიდა ტრენინგი, როგორც ტექნიკური ასევე მიზნობრივი, კონკრეტული საქმიანობის წარმოების სფეროში, ჯამში 6 სთ )
• დამხმარე მენეჯერი ( მიმაგრება ერთ-ერთ კვალიფიციურ თანამშრომელზე სამუშაოების სპეციფიკის დახვეწის მიზნით, ტრენინგის და სამუშაო დატვირთვით )
მესამე ეტაპი :
• დამოუკიდებლად სამუშაოების წარმოება ( საჭირო ინვენტარის მიღება, შესაბამისი ტრენინგის გავლა და დამოუკიდებლად დავალებული ვალდებულებების შესრულება )
გამოსაცდელი პერიოდი არის ანაზღაურებადი და დამოკიდებულია სამუშაო პროცესის დატვირთულობაზე.
ფინანსური ანაზღაურება გამოსაცდელი ეტაპების განმავლობაში:
• პირველი ეტაპი: ყოველთვიური ანაზღაურება 600 ლარი (დაანგარიშდება ნამუშევარი დღეების მიხედვით)
• მეორე ეტაპი: ყოველთვიური ანაზღაურება 900 ლარი (დაანგარიშდება ნამუშევარი დღეების მიხედვით)
• მესამე ეტაპი: ყოველთვიური ანაზღაურება 1200 ლარი (დაანგარიშდება ნამუშევარი დღეების მიხედვით)
სამივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ თანამშრომელი გადადის ძირითად შტატში წინასწარ განსაზღვრული სახელფასო ანაზღაურების ბადით.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: i.lashqarashvili@inservice.ge
ტელ: 555 27 18 82
!!! სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ სასერვისო დამხმარე ტექნიკოსი „